თეგებით ძიება

ძალიან ბევრი რამეა "ახი" მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე" - დავით უსუფაშვილი

"ლელოს" დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებასა" და პერსონალურად, მამუკა მდინარაძეს ბევრი რამ შეეშალათ.

"ახია კი, არა მარტო ეს, ძალიან ბევრი რამ არის "ახი". რაც ჩაიდინეს და აკადრეს ქართველ ხალხს, იმისთვის პოლიტიკური სასჯელი აუცილებლად მაშინვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაგვიანდა. ძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზეც და "ქართულ ოცნებაზეც". მთავარია ეს არ შეეხოს ქართველ ხალხს.

თვითონ რას ნანობენ? - იმდენად უჭირდათ მაშინ, რომ მოძებნეს ვიღაც გვერდიდან შემოყვანილი, ვითომ დამოუკიდებელი, მერე მისი სახე გააქრეს და თვითონ ჩამოეკიდნენ იქ", - განაცხადა უსუფაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა