თეგებით ძიება

"რწმენა რჩება ჩემი ერთადერთი მანუგეშებელი“ - რის შესახებ წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისი პიროვნებისადმი საზოგადოებაში არსებულ სიძულვილზე წერს.

"ყოველ ჯერზე, როდესაც ამ გაბოროტებული, სრულიად უემპათიო ხალხის ალყაში ვექცევი, როდესაც ჩემზე უამრავი საზიზღრობის წერას იწყებენ და ცდილობენ ყველანაირად დათრგუნონ ჩემში სიცოცხლის გამოძახილები, მაშინ რწმენა რჩება ჩემი ერთადერთი მანუგეშებელი. ამ ხალხს რომ უყვარდე მთელი უბედურება ის იქნებოდა - ესენი ხომ გავეშებულები ყვირიან; დასაჯეთ, აწამეთ, ატკინეთ… სასჯელიც კი იქნებოდა მათგან აღიარება და მათგან შეყვარება. საშინლად სძულთ ისინი, ვინც ამ სისასტიკეს შეახსენებს-ხოლმე, ვინც დაანახებს რაოდენ ღრმად აქვთ დაკარგული ადამიანობა. ასეთ დროს იღვიძებს მათში ყველაზე მეტად, მიძინებული ბოროტება და მზად არიან დაგგლიჯონ, ოღონდაც გაგაჩუმონ და არ ჩაახედო იმ რეალობას თვალებში, რის გახსენებაც საკუთარ თავსაც კი აძულებთ. 

ყოველ ჯერზე, როდესაც ეს გაბოროტებული, უემპათიო ხალხი ჩემსკენ მოიმართება და ათასი საშინელების სროლას იწყებს ჩემს მიმართ, სულ მინდება შევახსენო მათი ყველაზე მთავარი ცოდვა, თუ როგორ ყიჟინით მიაცილებდნენ 21 საუკუნის წინ გოლგოთას მთაზე ქრისტეს და გაჰყვიროდნენ; მოკალით, მოკალით… ეს ხალხი არსად წასულა, ისინი დღესაც იგივე გზას ჩაატარებდნენ ქრისტეს, დღესაც გამზადებული აქვთ მისთვის ჯვარი. ამ ხალხისგან სიძულვილის კი არ უნდა გეშინოდეს, არამედ მათგან შეყვარებაა ყველაზე საშიში, რადგან ისინი დღემდე დგანან იმ გზის გარშემო და ისევ გამაყრუებელი ღრიალით მიაცილებენ ადამიანებს; დასაჯეთ, აწამეთ, მოკალით…", - წერს დომენიკ მანგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა