თეგებით ძიება

დღესასწაულებზე სამების ეზოში მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები დაიშვებიან - საპატრიარქოს განცხადება

დღესასწაულებზე სამების ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებულულ ჟურნალისტებს დაუშვებენ და მათთვის სპეციალური სივრცე იქნება გამოყოფილი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს განმარტებით, ამის მიზეზი ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტები გახდა.

"ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულები: ხარება - 7 აპრილს, ბზობა - 9 აპრილს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

დღესასწაულებზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი "ბეიჯები", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა