თეგებით ძიება

მეტროში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არ ყოფილა - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა დედაქალაქის მერიას არ გაუცია. 

„მეტროში პლაკატების გაკვრაზე არავის მხრიდან ყოფილა ნებართვა გაცემული და ვერც იქნებოდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. მსგავს ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება — შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის რამდენიმე ქუჩასა და მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრეს პლაკატები, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული. „მოღალატე ჯაშუშები“ - წერია პლაკატებზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა