თეგებით ძიება

"დროა, ზურაბ ჩხაიძემ პოლიტიკური coming out გააკეთოს" - გიორგი ჩალაძე

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე, "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის კო­მენ­ტარს გამოეხმაურა. 

"პირ­ველ რიგ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, ბა­ტონ­მა ზუ­რაბ­მა თა­ვის ჩვე­ულ ჭრილ­ში საქ­მე გა­და­იყ­ვა­ნა ჭო­რა­ო­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­რო არის ის, რომ "რუს­თა­ვი 2“- მა ვერ მო­ა­ხერ­ხა მო­მენ­ტა­ლუ­რად ექ­სპე­რი­მენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჩემი "ლა­ი­ვი“ ნა­ნა­ხი ექ­ნე­ბა ყვე­ლას, ექ­სპე­რი­მენ­ტი უნდა ჩა­ტარ­დეს იმ წუ­თას და არა მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ, დი­ლით. სა­უ­ბა­რი არის, რომ სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის მათ­თვი­საც კი მა­შინ, როცა ეს გა­მო­ვა­ცხა­დე არა დი­ლა­უ­თე­ნია. სა­ერ­თოდ, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს, არ­სად არ თქმუ­ლა და ეს არის უგუ­ნუ­რე­ბა, პრი­მი­ტი­უ­ლი მცდე­ლო­ბა, გა­და­იყ­ვა­ნოს სხვა თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. დო­კუ­მენ­ტე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის, კონ­ტროლ­დე­ბა სუს-ის მიერ. მე მეს­მის, რომ ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი არის ახა­ლი, დამ­წყე­ბი პო­ლი­ტი­კო­სი და ძა­ლი­ან უჭირს სწო­რი სი­ტყვე­ბის მო­ძი­ე­ბა ექი­მო­ბი­დან, მაგ­რამ მე მგო­ნია, რომ დრო მო­ვი­და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი coming out გა­ა­კე­თოს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ხდე­ბა დარ­ღვე­ვა და სა­ნამ ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია ექი­მე­ბამ­დე მივა, მა­ნამ­დე სუს-ის ოთახ­ში შე­დის, ხდე­ბა შეს­წო­რე­ბა და ისე მი­დის ექი­მე­ბამ­დე.

"ფი­ზი­კუ­რად, ეს სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია ინა­ხე­ბა ოთახ­ში, რო­მე­ლიც ჩა­კე­ტი­ლი აქვს სუს-ს და ბა­ტონ­მა ზუ­რაბ­მა კარ­გად იცის, რომ ეს ოთა­ხი არის მის გვერ­დით. ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ექი­მის­თვის, წე­სით და რი­გით, ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია უნდა იყოს კარ­ტო­თე­კა­ში და ნე­ბის­მი­ერ დროს ამას ხა­რის­ხის სამ­სა­ხუ­რი უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს ექიმ­თან ერ­თად. დო­კუ­მენ­ტში მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ტა­ნა ხდე­ბა მყი­სი­ე­რად და ეს დო­კუ­მენ­ტი უნდა იყოს აკინ­ძუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს ექი­მის­თვის, ამ შემ­თხვე­ვა­ში ესე არ არის. ექი­მის ხელ­ნა­წე­რე­ბი შე­დის ამ სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რო­მე­ლიც გა­დის კონ­ტროლს ურ­თმე­ლი­ძის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სამ­სა­ხურ­ში და მას შემ­დეგ, რაც მო­დის შეს­წო­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი, მხო­ლოდ მა­შინ ეძ­ლე­ვა ექიმს უფ­ლე­ბა, რომ შე­იყ­ვა­ნოს პროგ­რა­მა­ში, იბეჭ­დე­ბა და ინა­ხე­ბა და ეს არის დარ­ღვე­ვა. ჩემი ნათ­ქვა­მი სი­ტყვა-სი­ტყვით რომ გა­და­ახ­ვი­ოთ არის ეს, რომ არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის და არ­სად არ მით­ქვამს, რომ არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ იც­რუა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტე­ბის არ არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა