თეგებით ძიება
30. 03. 2023 მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2023 წლის აპრილ-ივლისში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საგაზაფხულო გაწვევა იწყება 1 აპრილს და მთავრდება მხოლოდ 15 ივლისს.

გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მამაკაცები.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამჯერად დაგეგმილია 147 000 წვევამდელის გამოძახება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა