თეგებით ძიება

„ვაგრძელებ წულუკიანის მხილებას ახალი მასალით ცილისწამებასა და ტყუილებში“ - რას წერს სალომე სამადაშვილი

"ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი კულტურის მინისტრ, თეა წულუკიანს ტყუილში კიდევ ერთხელ ამხელს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ვაგრძელებ წულუკიანის მხილებას ახალი მასალით ცილისწამებასა და ტყუილებში.

წულუკიანმა მოიტყუა, რომ ე. კალანდაძის ავტორობის ნამუშევრის საეჭვოობა მხოლოდ 2012 წელს ვაცნობე სამინისტროს-როგორც ამ მდაბიო ქალმა განაცხადა-შესაძლო პოლიტიკური ცვლილებების შიშით…

ფოტოზე იხილეთ 2006 წლის აპრილში, საელჩოში ჩემი ჩასვლიდან 6 თვეში-ჩემს მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი, რომელსაც თან ერთვოდა საელჩოში არსებული ყველა ნახატის ფოტო-მითითებით, რომ არსებობს ნამუშევრები, რომლის ავტორი ვერ დგინდება. მათ შორისაა კალანდაძის ტილო, რომლის დაკარგვაც მატყუარა მინისტემა წულუკიანმა მე დამაბრალა.

ამავე წერილით დგინდება, რომ ყოფილმა ელჩმა, ზურაბ აბაშიძემ ისე დატოვა საელჩო, რომ მისი შემცვლელი-კოტე ზალდასტანიშვილსთვის არ გაუფორმებია არანაირი მიღება-ჩაბარების აქტი, არც კალანდაძის და არც სხვა ნამუშევარზე. ბატონი კოტე, რომელიც მე შევცვალე ელჩის თანამდებიბაზე, სამწუხაროდ უდროოდ გარდაიცვალა.

წულუკიანს კი, ნამდვილად აქვს შანსი, დაკითხოს უკანასკნელი ადამიანი, ვინც ფორმალურად პასუხისმგებელი იყო აღნიშნულ ნახატზე-მისი თანაგუნდელი-ზურაბ აბაშიძე.

ასეა, თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო“, - წერს სამადაშვილი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა