თეგებით ძიება

„გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე“ - „მაგთიკომი“ მომხმარებლებს აფთხილებს

კომპანია „მაგთიკომი“ სპეციალურ განცხადებს ავრცელებს და მომხმარებლებს აფრთხილებს.

„მომხმარებელთა საყურადღებოდ, 

ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში შესაძლოა, შეგხვდეთ ვებგვერდი, რომელიც გთავაზობთ მაგთიკომისა და სხვა მობილური ოპერატორების პაკეტებს განსხვავებულ ფასად.

ვებგვერდზე ბარათის და პირადი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა, თუმცა შეძენილი ერთეულები არ გაგიაქტიურდებათ.

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის აქციების, შეთავაზებებისა, თუ კონკურსების შესახებ ყოველთვის ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ოფიციალური Facebook გვერდისა და ვებგვერდის საშუალებით", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა