ძალიან ძლიერი ქარი და თოვლი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს.
სინოპტიკოსების ცნობითვე, მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1-ელ აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1-ელ აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.