14 წლის გოგომ მეგობრებს დედა მოაკვლევინა - მიზეზი შეყვარებულია
რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, 14 წლის გოგომ არასრულწლოვან მეგობრებს დედის მკვლელობა შეუკვეთა და საქმის შესრულების შემდეგ, მათ 350 ათასი რუბლის მიცემას შეჰპირდა.
როგორც რუსული მედია წერს, მიზეზი არასრულწოვანი შეყვარებულია. შეყვარებულები, ფაქტობრივად, ერთად ცხოვრობდნენ, რისი წინააღმდეგიც გოგოს დედა იყო.
გამოძიების ცნობით, ბიჭის გამო დედასთან მორიგი ჩხუბის შემდეგ, გოგონამ გადაწყვიტა, მოეშორებინა მშობელი, რომელიც ნამდვილ სიყვარულს წინ ეღობებოდა.
გეგმის შესასრულებლად 14 წლის გოგომ შეყვარებულს და არასრულწლოვან მეგობრებს მიმართა.
24 მარტს სვეტას (სახელი პირობითია) დედა სახლში დაბრუნდა. მოზარდები მას სახლში ელოდნენ და მაშინვე დაესხნენ თავს. ერთმა მათგანმა დაახრჩო.
მაშინვე ვერ მოიფიქრეს, ცხედრისთვის რა მოეხერხებინათ. დანაშაულის კვალის დასაფარავად თანამზრახველები დაბრუნდნენ ორიოდე დღის შემდეგ, გარდაცვლილი ქალი ზეწარში გაახვიეს და ნაგავსაყრელზე გადააგდეს. იქ ცხედარი გამვლელებმა 26 მარტს იპოვეს.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია 4 არასრულწლოვანი. დაგეგმილია ექსპერტიზები, მათ შორის ფსიქო-ფსიქიატრების ჩართულობით.