უცნობი ფაქტები, რომლებიც ლიონელ მესის შესახებ არ იცოდით - ბიოგრაფია და კარიერა
ქვეყანაში, სადაც ყველას ეგონა, რომ დიეგო მარადონას ვერავინ გაუტოლდებოდა ან აჯობებდა, ბარსელონაში აღზრდილმა შედარებით არაპოპულარულმა თინეიჯერმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ საზოგადოება ცდებოდა. მარადონას შემდეგ არგენტინამ კიდევ ერთი ლეგენდა შექმნა და ეს არის ლეო მესი.
ლიონელ მესი არგენტინაში დაიბადა, თუმცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ევროპაში გაატარა, სადაც ბავშვობიდან თამაშობდა ესპანურ გიგანტ FC Barcelona-ში. 2021 წელს მესი პარი სენ-ჟერმენში გაემგზავრა, რომელიც მეორე კლუბია მის ფანტასტიკურ კარიერაში. 2010 წლიდან მესი ასევე UNICEF-ის კეთილი ნების ელჩია.
სრული სახელი: ლიონელ ანდრეს მესი
მეტსახელი: ლეო, „ლა პულგა ატომიკა” („ატომური რწყილი”).
დაბადების თარიღი: 1987 წლის 24 ივნისი
ეროვნება: არგენტინელი
სიმაღლე: 1,70 მ
პოზიცია: გარემარბი, შემტევი ნახევარმცველი
ნომერი: #10, #30
მესის ბავშვობა და პირადი ცხოვრება
მშობლები: ხორხე მესი (მამა) და სელია მარია კუჩიტინი (დედა)
და-ძმა: როდრიგო (უფროსი ძმა), მატიასი (უფროსი ძმა) და მარია სოლი
(უმცროსი და).
ცოლი: ანტონელა როკუზო
შვილები: ტიაგო, მატეო, ჩირო
როსარიოში დაბადებული და გაზრდილი ლიონელ მესი მუშათა კლასის ოჯახიდანაა, რომელიც მუდმივად გვერდით უდგას. მესი და მისი მეუღლე ანტონელა როკუცო ხუთი წლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. ისინი თინეიჯერობისას შეხვდნენ ერთმანეთს, როცა მესი უკვე ბარსელონაში იყო.
მესი, თანატოლებთან შედარებით, ყოველთვის უფრო დაბალი იყო. 11 წლის ასაკში, ექიმებმა მესის ზრდის ჰორმონის დეფიციტი დაუდგინეს. ეს მდგომარეობა, რომელიც აფერხებდა მის ზრდას, განკურნებადი იყო, თუმცა მკურნალობა დიდ ფინანსებს მოითხოვდა. საბოლოოდ, კატალონიელებმა იზრუნეს მესის ძვირადღირებულ მკურნალობაზე. 13 წლის ასაკში მესი ბარსელონას ახალგაზრდულ აკადემიას, სახელად La Masia, შეუერთდა. 2005 წელს პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა. 17 წლის ასაკში მესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც FC ბარსელონას ფორმა ჩაიცვა. 2004 წლის 16 ოქტომბერს, მესი ასევე გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი.
2006 წელს მესი მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინის ნაკრების წევრი გახდა. 2008 წელს პეკინში გამართული ოლიმპიური თამაშების შემდეგ ბარსელონას ამომავალმა ვარსკვლავმა თავის ქვეყანას ოქროს მედალი მოუტანა - მესის საკლუბო კარიერა ახალ სიმაღლეებზე ავიდა. რონალდინიოს წასვლის შემდეგ, მესი ბარსელონას ახალი სუპერვარსკვლავი გახდა.
მესი რამდენჯერმე დასახელდა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ის ფართოდ განიხილება, როგორც მისი თაობის ერთ-ერთი, თუ არა საუკეთესო ფეხბურთელი. ბევრი მას კრიშტიანუ რონალდუს ადარებს, მაგრამ სხვებისთვის ეს ორი პროფესიონალი ერთ დონეზეც კი არ განიხილება. სპორტული მიმომხილველების შეფასებით, მესი იმსახურებს შედარებას პელესთან ან მარადონასთან, თუმცა მისი ნამდვილი გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ის უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი ისტორიაში.
მსოფლიო ფეხბურთის ცნობილი წარმომადგენლები მხოლოდ დადებითად განსაზღვრავენ მესის მოღვაწეობას. პეპ გვარდიოლა: "მესი უკონკურენტოა. მას სეზონში 60 ან 70 გოლი გააქვს ყოველთვის დიდ თამაშებში; თამაშობს ყოველ სამ დღეში და არასდროს არის ტრავმირებული. ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს".