თეგებით ძიება
31. 03. 2023 ვიდეო

ვემზადებით გამარჯვებასთან მისაახლოებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკი სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ომის მე-400 დღეს უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.

"მე-400​ დღე, ფართომასშტაბიანი აგრესიისგან თავდაცვის მე-400​ დღე. ის, რაც ჩვენ გავიარეთ, არის კოლოსალური გზა, ყველამ ერთად, ყველამ, ვინც იბრძოდა და იბრძვის უკრაინისთვის, ვინც გვეხმარებოდა და გვეხმარება ლოჯისტიკურად, ვინც აძლიერებდა და ახლაც გვეხმარება უკრაინის გამძლეობის გაძლიერებაში. უკრაინამ საზარელი დღეები გაიარა თებერვალში. გადავიტანეთ ეს ზამთარიც. ამ სიტყვების უკან კოლოსალური ძალისხმევაა. ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისთვის, ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად. მადლობა თითოეულ უკრაინელს. დიდება გმირებს, დიდება უკრაინას“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა