თეგებით ძიება
31. 03. 2023 ვიდეო

ფარული კადრები, როგორ ყიდიან ნარკოტიკს სხვადსხვა ლოკაციაზე ნარკომოვაჭრეები (ვიდეო)

კახეთში, სოფელ კაბალში და თბილისში, ფონიჭალის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია და სპეცრაზმი მასშტაბურ სპეცოპერაციას ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ატარებდა.

სამართალდამცველებმა, რამდენიმესაათიანი ღონისძიების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკორეალიზატორია. სავარაუდო დამნაშავეებს შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავების ოპერაციისას პოლიციამ, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

ამოღებულია ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხაც. დაკავებულთა შორის კი არიან როგორც რეალიზატორები, ასევე ის პირები რომლებიც ნარკოტიკების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები.

საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიო მასალაც, რომლებშიც კარგად ჩანს, როგორ ახორციელებენ პოლიციელები საკონტროლო შესყიდვებს სხვადასხვა ლოკაციაზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებულები სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციასა და სოციალურ ქსელებს იყენებდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა