თეგებით ძიება

"18 500 ლარი აჩიკო სოლოღაშვილს ... ბარემ გადაარქვან სახელი ბათუმობას და "სელებრითობა" დაარქვან... " - "ბათუმობის" ღონისძიებაზე ვის რამდენი ჰონორარი მისცეს? (სია)

მწერალი, გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, რომელშიც ასახულია "ბათუმობის" ღონისძიებაზე, ვის რამდენი ჰონორარი ერგო.

"ბარემ გადაარქვან სახელი ბათუმობას და  "სელებრითობა" დაარქვან... ერთი ჩინოვნიკის "პადრუგების" და ბაბლის კონცერტი უნდათ რომ შემოგვასაღონ სახალხო დღესასწაულად, თან ამაში ჩვენი გადასახადებიდან გადახდილ ფულს ტომრებით ხარჯავენ...

შედარებისთვის ნახეთ რამდენს უხდიან ადგილობრივ არტისტებს და რამდენს - მოწვეულ "სელებრითებს".

ამის იქით ვერ მიდის ბათუმის მერიის ფანტაზია... 

თითქოს ბათუმში არც მსახიობები გვყავდეს, არც ორკესტრი, არც მწერლები, არც ვიზუალური არტისტები, არც ფოტოგრაფები...", - წერს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ „ბათუმობა 2023“-ის ჩატარება ბულვარში 29 აპრილს იგეგმება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა