თეგებით ძიება

12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დიდი პატივია დღეს ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ მოვისმენთ რაჟდენ კუპრაშვილისგან მის ხედვას, პრეზენტაციას, თუ როგორი სამსახური უნდა შეიქმნას. მანამდე, მინდა ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მეგობრებს, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ასეთივე ისტორიული გადაწყვეტილება იყო შარშან, 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. ეს არის ხმამაღალი აღიარება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებისა, და ამავე დროს, ახალი ისტორიული ეპოქის დასაწყისი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა