თეგებით ძიება
31. 03. 2023 ბიზნესი

5 ქვეყანა, სადაც უძრავი ქონება ყველაზე იაფი ღირს

საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენა მიმზიდველი წინადადებაა, თუმცა გარკვეული ბარიერების (მათ შორის ფინანსურის) გამო, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს აუხდენელი ოცნებაა. როგორც ჩვენი სტატიიდან გაარკვევთ, სავსებით შესაძლებელია, თქვენი ოცნებები რეალობად აქციოთ.

გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც უძრავი ქონება მისაღებ ფასად შეგიძლიათ, შეიძინოთ.

ყველაზე იაფი - ეს სახელწოდება პირობითია, რადგან უძრავი ქონების ღირებულება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა: ადგილმდებარეობა, მშენებლობის ხარისხი, ნაგებობის სიძველე, ქვეყნის პოლიტიკური ვითარება, ეკოლოგიური თუ კლიმატური პირობები და ა.შ.

პარაგვაი - ეს სამხრეთ ამერიკული ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე იაფი საცხოვრებელი ადგილია მსოფლიოში. ქვეყანაში ხშირი წვიმები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა არის, რის გამოც ცხოვრების პირობები საკმაოდ მძიმეა. ამას ემატება, კრიმინალის მაღალი დონე და არასტაბილური პოლიტიკური ვითარება.

ეს ეგზოტიკური ქვეყანა ტურისტებშიც არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართალია, მას ზღვაზე არ აქვს გასასვლელი, თუმცა თავს იწონებს ლამაზი კოლონიალური არქიტექტურით, მსოფლიოში უდიდესი კაშხლით და უნიკალური ბუნებით - მშრალი კლიმატიდან დაწყებული, აყვავებული ტროპიკული მცენარეებითა და ჩანჩქერებით დამთავრებული. მოსახლეობის მცირერიცხოვნობის გამო, პარაგვაის "სამხრეთ ამერიკის ცარიელ კუთხეს" უწოდებენ.

ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პარაგვაიში უძრავ ქონებაზე ფასი იაფია - მსურველს ერთი კვადრატული მეტრის ყიდვა 50 დოლარად შეუძლია. ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონში კი ბინის კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება 200-დან 300 დოლარამდე მერყეობს.

ეს ქვეყანა იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მშვიდი ცხოვრება უყვარს.

ეკვადორი - ეს არის ქვეყანა, რომელსაც გლობალიზაცია, ფაქტობრივად, არ შეხებია.

ეკვადორი მრავალფეროვანი კლიმატით ხასიათდება. ქვეყანა ცნობილია მისი სამთო ცხოვრებით, თუმცა შეუძლია იამაყოს პლაჟებით და ზღვის დონესთან ახლოს მდებარე ქალაქებითაც.

ერთ-ერთია ზღვისპირა ქალაქი სალინასი. ის ეკვადორში მნიშვნელოვანი და მთავარი დასასვენებელი ლოკაციაა. თუ გსურთ იაფად ამ ქალაქში უძრავი ქონების ყიდვა ან დაქირავება, მიმზიდველი წინადადებაა. ქალაქი ხასიათდება განვითარებული ინფრასტრუქტურით, მას საკუთარი აეროპორტიც გააჩნია.

ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება დაახლოებით 350 აშშ დოლარია. ამასთან, უცხოელებს, ვინც უძრავ ქონებას შეიძენს, დროებითი მობინადრის სტატუსს მიანიჭებენ და ბევრ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის ნებას დართავენ.

დომინიკის რესპუბლიკა - ამჟამად ქვეყანის ეკონომიკა ზრდას განიცდის და მასში ინვესტიციებს აქტიურად დებენ უცხოელი ინვესტორები. ტურიზმის სტატისტიკური მაჩვენებლებიც შთამბეჭდავია - კოვიდპერიოდამდე, 2019 წელს ქვეყანას 6.5 მილიონი ტურისტი ეწვია. რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების ყიდვა და შემდგომში მისი ტურისტებზე მიქირავება, მომგებიანი ინვესტიცია არის.

უძრავ ქონებაზე ფასები დომინიკის რესპუბლიკაში შედარებით დაბალია. პოპულარულ კურორტებზე, პლაჟიდან 5-10 წუთის სავალზე, შეგიძლიათ, 50 ათას დოლარად საშუალო ზომის ბინა იყიდოთ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ქვეყნის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნებისმიერი სახის უძრავი ქონების, მათ შორის მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება აქვთ.

იტალია - ამ ჩამონათვალში იტალიის ხილვა ალბათ გაგიკვირდათ, თუმცა მთავარი და ძვირად ღირებული ქალაქების გარდა, არის პატარა ქალაქები, სადაც უძრავი ქონების შეძენას 1 ევროდ შეძლებთ. ასეთია, მაგალითად, პატარა ისტორიული დასახლება ქალაქ ოლოლაიში, კუნძულ სარდინიაზე.

სახლების გაიაფების მიზეზი ახალგაზრდების მიერ ქალაქის დატოვება სახელდება. ახალი ბინადრების გარეშე კი დასახლება მოკვდება. რა თქმა უნდა, სახლის 1 ევროდ ყიდვისთვის გარკვეული პირობებია, რაც შემდეგში მდგომარეობს: სახლის მფლობელმა 25 ათასი დოლარის ღირებულების სარემონტო/სარესტავრაციო სამუშაოები უნდა განახორციელოს. ეს ინვესტიცია მესაკუთრემ ქონების შეძენიდან 3 წლის განმავლობაში უნდა ჩადოს. მფლობელს არ აქვს უფლება, სახლი 5 წლის განმავლობაში გაყიდოს.

საბერძნეთი - ევროპის მასშტაბით, ამ ანტიკურ ქვეყანაში საცხოვრებელი უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე იაფია.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც ღირს უძრავი ქონების შესყიდვა, კუნძული კრეტაა. სხვა კუნძულებისგან განსხვავებით, კრეტა ხელმისაწვდომი უძრავი ქონების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. აქ 2-ოთახიანი აპარტამენტის შეძენა 40-45 ათას დოლარად შეგიძლიათ.

რაც შეეხება დედაქალაქს, ათენში 2-საძინებლიანი სახლი შეგიძლიათ, დაახლოებით 160 000 ათას აშშ დოლარად ან უფრო ნაკლებად შეიძინოთ. კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $1 600-ია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა