"მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით ზედმეტი ემოციების გარეშე" - რა მიმართვას ავრცელებს ტორესა მოსი?
მწერალი და ტელეწამყვანი, ტორესა მოსი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საჯარო ცხოვრებას ჩამოშორდება.
მწერალი მიზეზებს არ განმარტავს.
"მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით ზედმეტი ემოციების გარეშე. გადავწყვიტე საჯარო ცხოვრებას ჩამოვშორდე. შესაბამისად, მომდევნო 24 საათში გავაუქმებ facebook და Instagram ანგარიშებს და სოციალურ ქსელში აღარ ვიქნები ხელმისაწვდომი. ჩემთან კომუნიკაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ჯერ-ჯერობით საჯაროდ მნახავთ მხოლოდ ლიტერატურულ სამკუთხედში. მადლობა ამ წლების განმავლობაში, ვინც თვალს მადევნებდით. ძვირფასი ხალხი ხართ", - წერს ტორესა მოსი.