თეგებით ძიება

მეგონა, ზოგზოგიერთებივით ივლიდით - რატომ მოუხადა ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან ბოდიში?

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, ელოდა რომ ზურაბიშვილი ზიგზაგებით ივლიდა და  ევროპისკენ სწრაფვა არ დაიტერესებდა.

„პიროვნულად არაფერს გერჩოდით, ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ და ერთ-ერთი ხართ იმ გათქვეფილ და გამქრალ ემიგრაციიდან რომ გადარჩით ქართველად, დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ. მაშინ რისი მეშინოდა და რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა, რადგან მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას.

ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და მეშინოდა, რომ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. თქვენთან პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც მოგიხადეთ სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლა ღიადაც ვიტყვი ბოდიშს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა