თეგებით ძიება

მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები აქტუალურია, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რადგან მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები აქტუალურია.

„არსებობს გლობალური ომის პარტია. ამაში ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს, კონკრეტულ ადამიანებს. არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად გახანგრძლივდეს, მაგალითად, უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია.

ამ ფონზე, მთავარია, ჩვენ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები. რაც მთავარია, ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. ჩვენ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ. ამას სჭირდება ყოველდღიური სიფხიზლე. ეს რისკები ჯერ კიდევ აქტუალურია. მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები არის აქტუალური. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა