თეგებით ძიება

ქვეყანაში კომუნიკაციისთვის დიდი პრობლემაა - რას ამბობს ზურაბ მხეიძე?

ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხს ელაპარაკება ენით, რომელიც მას არ ესმის.

"პოლიტიკაში წასვლა ეს არის: ხანდახან ყველაფერს ვერ განმარტავ. ხან, როცა განმარტავ, მაინც არ ესმით. ხელისუფლება ამბობს: „მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა ამდენით და ამდენით...“

ვეკითხები აბსოლუტურად ნორმალურ ხალხს, ზრდასრულებს, უმაღლესდამთავრებულებს: რა არის „მთლიანი შიდა პროდუქტი“? ოცი ადამიანიდან ერთმა თუ იცის დაახლოებით, რას ნიშნავს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე. სახელმწიფო ხალხს ელაპარაკება ენით, რომელიც მას არ ესმის. ეს კომუნიკაციისთვის დიდი პრობლემაა. მეორე თემა ავიღოთ. რომელიმე სამთავრობო უწყების წარმომადგენელი ამბობს: „დავხარჯეთ 180 მილიონი ლარი“. ხარჯი ნეგატიური ემოციაა თუ პოზიტიური?", - აცხადებს მხეიძე.

წყარო: 1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა