თეგებით ძიება

აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა

მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, მან 7 მარტის აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ავტომანქანას. 

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი ჩვენებაში აღიარებს, რომ 7-8 მარტის აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას და პოლიციის ავტომობილების გადაწვას. როგორც მის ჩვენებიდან ირკვევა, ბრალდებული გრიგორიადისის მიერ, მარტივად აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლის სროლას მოჰყვა ამ უკანასკნელის მსხვრევა და აალება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა