თეგებით ძიება

"საქართველოში იქმნება სამოქალაქო ომის საზრისული წინაპირობები. ყველა სამოქალაქო ომი ასე იწყება..." - რას წერს ჟურნალისტი?

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე სამოქალაქო ომის საფრთხეზე სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოში იქმნება სამოქალაქო ომის საზრისული წინაპირობები.

ყველა სამოქალაქო ომი ასე იწყება: ცნობიერების დონეზე; შემდეგ სრულდება იდენტობის ხლეჩით, რაც მერე მხოლოდ და მხოლოდ სისხლით და ერთ-ერთი მხარის სრული განადგურებით `მრთელდება`, თუმცა ჭრილობა საუკუნეობით რჩება.

1991 წლის შემოდგომაზე, როცა სასოწარკვეთილი დავეხეტებოდი რუსთაველზე ამ ბარიკადიდან - იმ ბარიკადამდე, ყველაზე საზარელი, წარუშლელი შთაბეჭდილება და მოსაგონარი იყო მუშტის დარტყმის მანძილზე მისული ერთი  `ზვიადისტისა` და `ანტიზვიადისტის` დაპირისპირება. 

ამ უკანასკნელმა (ორივენი პასსიონარული ახალგაზრდები იყვნენ) მაშინ უთხრა მოწინააღმდეგეს შემაძრწუნებელი ფრაზა, არასდროს დამავიწყდება მეთქი: 

"შენ გინდა, რომ რაკი იგი შენი რჩეულია, ის დარჩეს და....ჩემზე გაბატონდე ამით. შენ გინდა გაიმარჯვო და ჩემზე სამუდამოდ გაბატონდე!``

კვინტესენცია სამოქალაქო ომის საზრისისა!

`შენ გინდა ჩემზე გაბატონდე`!

გადახედეთ ცუკერბერგის გენიალურ ქმნილებას (არა ვარ დარწმუნებული საბოლოოდ ბოროტია თუ კეთილი) იმ ბიჭის დაპატიმრების შემდეგ, რომელზეც ნაცვლად იმისა `რამსები აერიაო` ეთქვათ, რატომღაც თქვეს `ყველანაირი ორიენტაცია აერიაო`. 

`შენ ამით გინდა ჩემზე გაბატონდე`....მე ვიყო ტანჯული, შენ გახარებული და გალაღებული......

ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი.

მართლა", - წერს გამცემლიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა