თეგებით ძიება

ობიექტური არ ხართ! - მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს მიმართა

უკაცრავად, მაგრამ ობიექტური არ ხართ! - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი წლიური მოხსენებით წარდგა.

„ვისაუბრებ ხელისუფლების მიმართ პიარულ დარტყმებზე და ერთ ხმაზე ნალაპარაკებ ფრაზაზე - „არა რუსულ კანონს“ - დღეს თქვენ ამ ნარატივის გაღრმავებას შეუწყვეთ ხელი. კანდიდატის სტატუსის არმონიჭება რადიკალური ოპოზიციის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერი გზით და ფორმით, რადაც არ უნდა დაუჯდეთ. საქართველოს მიზნებისგან განსხვავებით. თქვენი პოზიცია ირიბად ან პირდაპირ ხომ არ ემთხვევა ამ მიზნებს? როდესაც ევროკავშირმა თავად, კრიტერიუმების დონზე აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა, თქვენ კი ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. შესრულებულ, თითქმის ბოლოში გასულ რეკომენდაციებს ფორმალურად შესრულებული დაარქვით. რატომ ემთხვევა სამივე მიზანი რადიკალური ოპოზიციის მიზნებს? იქნებ აგვიხსნათ.

რაც ყველაზე სამწუხაროა, ვინც თქვენ ხმა მოგცათ, იმის პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თქვენი დღევანდელი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც თქვენ მოღალატეს და აგენტს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ. საზოგადოების დაკვეთა იყო - არა ბოროტებას, არა ძალადობას, არა „ნაცმოძრაობას“. დღეს თქვენ ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის“ ცრუ კამპანიაც, მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე ისმება ლოგიკური კითხვა -რატომ ხდება ისე, რომ მათი პოზიცია, ვინც მხარი დაგიჭირათ, აბსოლუტურად იგნორირებულია და ვინც აგენტს გეძახდათ, მათ ნარატივს ამყარებთ“,- განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა