"ეკლესიაში უპრეცედენტო შემთხვევა... ერთმანეთზე კი არ იქორწინეს" - რას წერს ილია ჭიღლაძე? (+ფოტო)
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სასულიერო პირთა ქორწინების შესახებ სოციალურ ქსლში ინფორმაციას აქვეყნებს.
"აქ მგონი მთავარეპისკოპოს თადეოზ იორამაშვილის და ეპისკოპოს ვახტანგ ახვლედიანის ქორწინებები აღინიშნება. ეკლესიაში უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის შემდგომაც ორივე არათუ განიკვეთა, მიტროპოლიტობის ხარისხშიც აღამაღლა. ალბათ ეპისკოპოსობაში ქართველი ერის გამრავლებაში შეტანილი წვლისისათვის.
P.S. კომენტარებში ვატყობ ხალხმა ვერ გაიგო, ერთმანეთზე კი არ იქორწინეს ხალხო, ქალებზე იქორწინეს, ერთს ექვსი შვილი შეეძინა ეპისკოპოსობაში, მეორეს კი ორი", - წერს ჭიღლაძე.