ოპოზიციას არ მოსწონს, რომ ლომჯარიასგან განსხვავებით ლევან იოსელიანი არ არის აგენტი - ირაკლი კობახიძე
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ოპოზიციისთის მიუღებელია იმიტომ, რომ ის ლომჯარიას მსგავსად აგენტი არ არის.
"რადიკალურ ოპოზიციას არ მოსწონს, რომ ლომჯარიასგან განსხვავებით ლევან იოსელიანი არ არის აგენტი. შესაბამისად, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ასე აფასებენ დღეს ლევან იოსელიანს", - თქვა კობახიძემ.