თეგებით ძიება

სტრასბურგის საჩივრის მომზადებაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს - შალვა ხაჭაპურიძე

სტრასბურგის საჩივრის მომზადებაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს, თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

„ავიღე სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია. თებერვლისა და მარტის თვის, როგორც მითხრეს, ორშაბათს ან სამშაბათს გადმომეცემა. ავადმყოფობის ისტორია გვჭირდება, რათა მონიტორინგი განვახორციელოთ, როგორია მისი ჯანმრთელობა, ანუ ექსპერტებს რომ გადავცეთ. ვნახოთ, ისინი შეაფასებენ, რა მკურნალობა უტარდება და იქნება თუ არა ჩასატარებელი რაიმე დამატებითი კვლევები.

მე არ ვამზადებ სტრასბურგის საჩივარს. როგორც ვიცი, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა. ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს და მაცნობებს, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა