სამწუხარო ინფორმაცია - ოსიმენი ნაპოლი-მილანის თამაშს გამოაკლდა
იტალიურ კლუბ "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიგერიელი თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია, რის გამოც სპორტსმენი "მილანთან" შეხვედრას გამოტოვებს.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის ნიგერიელი ფორვარდი სანაკრებო შეკრებიდან საზარდულის ტრავმით დაბრუნდა.
ამ ეტაპისთვის, ოსიმენი სერია A-ს უახლოეს ორ მატჩს "მილანისა" და "ლეჩეს" წინააღმდეგ გამოტოვებს.