"ფაბრიკიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
უსაფრთხოების მიზნით “ფაბრიკიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
ინფორმაცია ამის შესახებ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნესტან მამაცაშვილმა დაადასტურა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სამართალდამცველების და სპეციალური სამსახურების მიერ მთელი ტერიტორიის შემოწმება მიმდინარეობს.
ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე “ფაბრიკის“ ტერიტორიაზე პოლიცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 112-ში შევიდა შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.