„მისი ფრაზეოლოგიური სიმწირე და გონებრივი სიდუხჭირე დამჭკნარ სახეზეა“ - მოროშკინა ზურაბიშვილზე
პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ წერს.
„Эллочка людоедка. ამაზე უარესს რას იზამდა ვითომ ვაშაძე?
თან რა მაგარია, შენმა წინაპარმა საკუთარ ცხენს რომ გაასწრო და ბილიკი უკვე გათელილია, ახლა მოღალატეობრივი რატ-რატიც მოსულა. (მისი ფრაზეოლოგიური სიმწირე და გონებრივი სიდუხჭირე დამჭკნარ სახეზეა).
არევას ცდილობს.
აირევა და გაასწრებს ყველას,
ვითარცა მისმა წინაპარმა გაასწრო...“ - წერს მოროშკინა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დღევანდელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.