თეგებით ძიება

„სტუმარმა დიდი თანხა წააგო და ხანძარი განზრახ გააჩინა“ - რა ვერსია ვრცელდება „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძარზე?

სასტუმრო "ამბასადორში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გავრცელდა ვერსია, რომ სასტუმროს კაზინოში მისულმა სტუმარმა დიდი თანხა წააგო და ამის შემდეგ ხანძარი განზრახ გააჩინა.

მიმდინარეობს სასტუმროს სტუმრების და თანამშრომლების დაკითხვა.

სრულად დამწვარია ცნობილი სასტუმროს ბოლო სართული, სადაც რესტორანია.  ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ  ცეცხლი და შავი კვამლი თბილისის სხვა რაიონებიდანაც კარგად ჩანდა. 

ამბასადორი  ამ დროისთვის უკვე  დაცლილია.  ხალხის ევაკუაცია მოხერხდა,  თუმცა მანამდე გავრცელებულ კადრებში   ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც სასტუმროს მეორე სართულზე,  აივანზე იმყოფებოდნენ.   

მომხდარზე გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან დაზიანებას გულისხმობს. 

ცნობისთვის, ხანძარი „ამბასადორში“ დღეს, 31 მარტს გაჩნდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა