„დღეს ცოტა მაინც თუ რცხვენიათ იმ ადამიანებს, ვინც არჩევნების წინ სალომეს პრორუსობას აბრალებდა?..“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ წერს.
„ერთი კითხვა მაქვს:
დღეს ცოტა მაინც თუ რცხვენიათ იმ ადამიანებს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების წინ სალომეს პრორუსობას აბრალებდა, პუტინის აგენტს და ათას უბედურებას ეძახდა და ზნეობასაც კი ივიწყებდა, ისე ესხმოდა თავს“, - წერს მეტრეველი.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დღევანდელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.