თეგებით ძიება

„გულში ჩაიხუტეთ შალვა რამიშვილი, მასზე უკეთესს მაინც არ იმსახურებთ“ - რას წერს მაკო ჯაბუა?

ჟურნალისტი, მაკო ჯაბუა, რომელიც „პოსტივის“ წამყვანს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„რამდენიმე დღის წინ დამირეკეს თბილისის მთავარი სამმართველოდან შალვა რამიშვილის საქმეზე. დავუკავშირდი იურისტს და მივედი დღეს. 

არ დაგიმალავთ და ოპტიმისტი ადამიანი ვარ, დადებითად ვიყავი განწყობილი - იქნებ, დაიძრას პროცესი, ამდენი ქალის ძალისხმევამ ბოლობოლო რამე შედეგი გამოიღოს... ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც შემიყვანეს განყოფილების უფროსთან, ვინმე გიორგი თაყაძესთან (ასე მითხრეს მისი სახელი). თავიდან ამ კაცმაც ჩვეულებრივად დაიწყო საუბარი, თუმცა ძალიან, ძალიან მალე მივხვდი, ისევ ვიღაც გაბღენძილის წინ ვიჯექი, რომელიც თავისი ძალაუფლებით სარგებლობდა. 

ამ კაცს არ აქვს ელემენტარული უნარი, როგორ ელაპარაკოს დაზარალებულ ქალს, როგორ მიმართოს, მსხვერპლის ფსიქოლოგიაზე მინიმალური ცოდნაც არ აქვს. 

- უი, 7 წლის წინ, აქამდე სად იყავი კი მაგრამ? რატომ დუმდი, ახლა გაგახსენდა?

- ჰმ, რატომ არ ადექი? ეგრევე რატომ არ წამოხვედი?

- რავი, მე ვცემდი, წამოვიდოდი, ამდენს არ მოვისმენდი, რა პორნო..

- ჰაჰ, ის 10 ლარი რაღაზე გამოართვი კი მაგრამ? (აქ ჩაიცინა) 

ამ ბოლო კითხვის შემდეგ ძალიან აღელვებული გამოვედი ოთახიდან - დამამცირებელი, ირონიული, შეურაცხმყოფელი ტონი და დამცინავი სახე თან სდევდა ამ დიალოგს. რას ემსახურებოდა ეს ყოველივე:

1) ძალის დემონსტრირება, რომ "შენ დღესაც არაფერი ხარ, შენი სიტყვა არაფერია" 

2) მე შალვას მხარეს ვარ და შენ ფეხებზე მკიდიხარ

3) ისეთ უნდობლობას გამოვიწვევ შენში, რომ აღარ მოგინდეს ჩემთან თანამშრომლობა

არ ვიცი რისი იმედი მქონდა, ამ მართული და ყოვლად ჩამოშლილი სტრუქტურისგან, რომელიც მართლა ძალიან მენანება. ძალიან ვწუხვარ, რომ უწყება, რომელიც ჩემზე უნდა ზრუნავდეს, მოძალადეების დაცვით არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia გულში ჩაიხუტეთ შალვა რამიშვილი, მასზე უკეთესს მაინც არ იმსახურებთ. 

პ.ს წავალ დოლარების დათვლას გავაგრძელებ, რაც არ მიჭირს ფულია“, - წერს მაკო ჯაბუა.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა