თეგებით ძიება

"იგეგმებოდა ტერაქტი ჯგუფის მიერ...ვერ შემაშინებ" - რას წერს გიორგი ჩალაძე?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ჩალაძე შესაძლო ტერაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"მოკლედ, მაგრად იმუშავეს. 

დაზიანება ნანახია და გამორიცხულია შემთხვევითობა. პროფესიონალის ნამუშევარია.

იგეგმებოდა ტერაქტი ჯგუფის მიერ. ადევნების შედეგად ზუსტად იცოდნენ გადაადგილების მარშრუტი. 

მსხვერპლი მარტო მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი არ ვიქნებოდით. აფეთქება დააზიანებდა გარშემო მყოფებსაც. 

მადლობა ყველას, ახლა ეს ამბავი ბოლომდე არის მისაყვანი.

ორგანიზატორის დაკავების დრო დადგა. 

მინდა, ძალიან მკაფიოდ და გასაგებად იცოდეს ორგანიზატორმა - ვერ შემაშინებ, მიიღებ ზუსტად იმას, რისი არიდებაც ასე ძალიან გსურს", - წერს ჩალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა