ტრანსგენდერი ამერიკელები აყალიბებენ ჩვენი ერის სულს - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ამერიკელები აყალიბებენ აშშ-ს სულს.
"ტრანსგენდერი ამერიკელები აყალიბებენ ჩვენი ერის სულს. ისინი ამაყად მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, მკურნალობენ სასიკვდილო დაავადებებს, იკავებენ არჩეულ თანამდებობას, აქვთ წარმატებული ბიზნესი, იბრძვიან სამართლიანობისთვის, ზრდიან ოჯახებს და მრავალი სხვა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
"დღეს, ძალიან ბევრ ტრანსგენდერ ამერიკელს ჯერ კიდევ უარს ეუბნებიან მათ უფლებებსა და თავისუფლებებში. შტატების დისკრიმინაციული კანონების ტალღა მიმართულია ტრანსგენდერ ახალგაზრდებზე, აშინებს ოჯახებს და ავნებს ბავშვებს, რომლებიც არავის ავნებენ“, - განაცხადა მან.