თეგებით ძიება
01. 04. 2023 ვიდეო

შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 ადამიანი დააკავა, 1 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. შსს-ს ცნობით, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებული არიან „ხავთასა“, „ლეკვი“და „მოლა“, ხოლო „ხონსკი“ დაკავებულია "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით. ხოლო  წელს დაბადებულ ე.წ. „ჯეირანას“, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ხ.-ს, ზ.გ.-ს და ლ.ა.-ს, ფინანსური დავის ნიადაგზე, დაპირისპირება მოუხდათ მ.ჩ.-სთან, რის გამოც აღნიშნული დავის მოგვარება ე.წ. ქურდული გარჩევის გზით სცადეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავის მხრივ, მ.ჩ.-მ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. (მეტსახელად „ჯეირანა“), რომელმაც მოდავე მხარეებს ე.წ. ქურდული გარჩევის მოწყობა მოსთხოვა. თბილისში, ლ.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელშიც მოდავე მხარეები მონაწილეობდნენ, ხოლო „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. შეხვედრაში დისტანციურად ჩაერთო. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ხოლო 1977 წელს დაბადებულ ჯ.კ.-ს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა“, - აცხადებენ შსს-ში.

"კანონიერი ქურდობის", „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა