თეგებით ძიება
01. 04. 2023 მსოფლიო

არავინ დგას კანონზე მაღლა - ნენსი პელოსი

არავინ დგას კანონზე მაღლა და ყველას აქვს უფლება, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნენსი პელოსი დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

„ნაფიცმსაჯულებმა იმოქმედეს კანონისა და ფაქტების მიხედვით. არავინ დგას კანონზე მაღლა და ყველას აქვს უფლება, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე. იმედია, ყოფილი პრეზიდენტი პატივს სცემს სისტემას, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებს“, – წერს ნენსი პელოსი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, 30 მარტს ნაფიცმსაჯულებმა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს. ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივი ბრალდება ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა