სამწუხარო ინფორმაცია - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.
"კიდევ ერთი ბიჭი მოგვიკლეს ძაღლი**ვილებმა
დიდება გმირებს", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან მიმდინარე შეტაკებებში დაიღუპა.
ცნობისთვის, უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, 38 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.