თეგებით ძიება
01. 04. 2023 მსოფლიო

ტორნადოს მინიმუმ 4 ადამიანი ემსხვერპლა - რა მოხდა აშშ-ში?

აშშ-ის არკანზასის, ილინოისის, აიოვას, ვისკონსინის, მისისიპისა და ტენესის შტატებს ტორნადო დაატყდა თავს.

სტიქიის შედეგად არკანზასის შტატში მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა, 50 მოქალაქე კი ჰოსპიტალიზებულია. ილინოისის შტატის ქალაქ ბელვიდერში მდებარე „აპოლოს თეატრში“ ძლიერი ქარის შედეგად სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ქარიშხლით დაზარალებულ შტატებში 300 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, ავტომობილები, ელექტროგადამცემი ხაზები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა