თეგებით ძიება

მიმდინარეობს კამპანია, რომ ყოველდღე მიშა კვდება, ეს რომ 1 პროცენტითაც მართალი ყოფილიყო, მეორე დღესვე შეიტანდნენ სტრასბურგში სარჩელს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ წლებია, მიმდინარეობს კამპანია, რომლის მიხევითაც ყოველდღე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კვდება.

"ეს იყო მათი კამპანია სახელად „მიშა კვდება“. წლებია, მიმდინარეობს ეს კამპანია, რომ ყოველდღე მიშა კვდება. ეს რომ 1%-აც მართალი ყოფილიყო, ბუნებრივია, მეორე დღესვე შეიტანდნენ სტრასბურგში სარჩელს. რადგან ეს არ გააკეთეს, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არის ფეიკკამპანია და რუსული სტილის დეზინფორმაციის ნაწილი“, - აცხადებს მდინარაძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნის გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა უნდა მიიღოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა