როდესაც NATO-ს წევრი თურქეთი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს - მამუკა მდინარაძე
როდესაც NATO-ს წევრი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას მისი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებზე.
„ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ახლა შეუძლიათ, გამოვიდნენ და ერდოღანსაც მიმართონ - „აბა ომი გინდათ?“ და ირონიის ტონი შემოიტანონ ამ ყველაფერში. როდესაც ნატოს წევრი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს? ქართული ხელისუფლებისგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც ეს არის რეალობა“, - განაცხადა მდინარაძემ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ომში ჩათრევას არ დაუშვებს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.