თეგებით ძიება

როგორ მოვხსნათ ჯადო სახლის პირობებში? - მარტივი მეთოდები

ჯადო - ბევრისათვის საშიში სიტყვაა, რომელიც ასოცირდება ავადმყოფობისა და უბედურების დაუსრულებენ ჯაჭვთან. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ყველაფერი ისე საშიშიც არაა, როგორც ამბობენ. უბრალოდ, საჭიროა მისი დროულად გამოვლენა და მოხსნის რიტუალის იმწუთში ჩატარება. იყავით ყურადღებით საკუთარი თავის და ახლობლების მიმართ. თუ შეამჩნიეთ სიმპტომები, არ დააყოვნოთ.

გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება მოხსნათ ჯადო სახლის პირობებშო.

ვისაც ჰგონია, რომ ჯადოს მოსახსნელად მხოლოდ სპეციალისტთან მისვლაა საჭირო, ეს ინფორმაცია შემეცნებითი გახდება. აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია თვითონ მოიხსნას ჯადო და სხვასაც გაუწიოს ამ საქმეში დახმარება, თუ ეს უკანასკნელი ფეხმძიმე ქალი არაა. იმისათვის, რომ ყველაფერი პირველ ჯერზე გამოგვივიდეს, აუცილებელია ყველა წესის დაცვა.

ჯადოს საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ლოცვაა -„მამაო ჩვენო“. მისი წარმოთქმა აუცილებელია ჯადოს მოხსნის ყველა რიტუალისას. თუ თქვენ არ ხართ ქტისტიანი და სხვა რელიგიის მიმხდევარი ხართ, ან სულაც ათეისტი ბრძანდებით, მაშინ „მამაო ჩვენოს“ მაგიერ წარმოთქვით ის სიტყვები, რომლებიც თქვენთვის რაიმე ნათელთან და კარგთან ასოცირდება. შეგიძლიათ ადამიანის ყველა კარგი თვისება ჩამოთვალოთ ან მხოლოდ ისინი, რასაც საკუთარ თავს უსურვებთ. ამ სიტყვების წარმოთქმისას პირჯვარი გადაიწერეთ ანთებული საეკლესიო სანთლით. ასეთი მარტივი რიტუალი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოვხსნათ ჯადო საკუთარ თავს. ასეთი ქმედება არამარტო ჯადოს მოხსნის, არამედ თქვენს ბიოგარსს დაეხმარება უცებ აღდგეს ასეთი დაზიანების შემდეგ.

უბრალო ლოცვა ჯადოს ვერ მოგაშორებთ, თუ მას თან არ ახლავს რაიმე სახის ქმედება. სწორედ ამიტომ, თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული როგორ უნდა მოხსნათ ის, სჯობს, არ მოკიდოთ ხელი და ეს საქმე სპეციალისტს ან პრაქტიკოს თეთრ მაგს ანდოთ.

როგორ მოვხსნათ ჯადო სახლის პირობებში ცვილის თოჯინის დახმარებით?

ამ რიტუალისთვის თქვენ დაგჭირდებათ დიდი სანთელი, ოქროს ბეჭედი, ოქროს ჯაჭვი (ე.წ. „ცეპი“), შავი ფერის ნაჭერი და საკუთარი ფოტოსურათი, რომელზეც მხოლოდ თქვენ ხართ აღბეჭდილი. რიტუალი ტარდება ღამე, სავსე მთვარის შუქზე. ეს რიტუალი არაა ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოვიხსნათ ჯადო საკუთარ თავზე, რადგან ის შესაძლოა, ძნელი იყოს მათთვის, ვისთვისაც ეს შემთხვევა პირველია.

დაანთეთ სანთელი და მის ალზე დაწვით თქვენი ფოტო. ფერფლი არ გადაყაროთ, ზედმიწევნით შეაგროვეთ და დაყარეთ მომცრო თეფშზე. ახლა დაელოდეთ თქვენი სანთლის ბოლომდე ჩაწვას. შემდეგ დარჩენილი ცვილი და ფერფლი აურიეთ ერთმანეთში და გამოძერწეთ პატარა თოჯინა. თავზე ჩამოაცვით ოქროს ბეჭედი-გვირგვინის სიმბოლო, რომელიც თვენგან განდევნის ყველაფერ ცუდს. თოჯინას გადაწერეთ პირჯვარი სამჯერ და თქვით თქვენი სრული სახელი. შემდეგ იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად და მორიდებულად, თქვენ ხომ ხელში საკუთარი თავი გიჭირავთ. თოჯინას წელზე შემოახვიეთ ოქროს ჯაჭვი და თქვით: „ეს ოქროს ჯაჭვი მთვარის შუქითაა გაჟღენთილი, ჯადოს მოხსნის და ბოროტებას განდევნის“. ახლა თოჯინას სახეზე წაუსვით საკუთარი ნერწყვი და სისხლი. ეფექტი უფრო დიდი იქნება, თუ სისხლი მენსტრუალურია. თოჯინა შეახვიეთ შავ ნაჭერში და დამალეთ საიდუმლო ადგილას, სადაც მას ვერავინ იპოვის. მას შემდგომ, რაც ჯადოს სიმპტომები გაქრება, იგი უნდა განადგურდეს. თუ ბეჭდისა და ჯაჭვის გადაგდება არ გენანებათ, ისინი ეკლესიაში უნდა აკურთხოთ და შემდეგ ატაროთ.

როგორ მოვხსნათ ჯადო კვერცხით?

ჯადოს მოხსნის ნამდვილად მუშა და მარტივი მეთოდია უბრალო ქათმის კვერცხი. აქ საყურადღებოა ის, რომ კვერცხი უნდა იყოს სახლის და ახალი. არ შეიძლება იმ კვერცხის გამოყენება, რომელიც რაღაც დროის მანძილზე მაცივარში ინახებოდა. და აი რას ვაკეთებთ:

გაშიშვლდით მთლიანად, გაიშალეთ თმა, აიღეთ კვერცხი და „გაიგორეთ“ ის მთელ სხეულზე თავიდან ფეხის თითებამდე. იმოქმედეთ ფრთხილად, ისე რომ კვერცხი არ გაგიტყდეთ. ამავდროულად, წარმოთქვით „მამო ჩვენო“. მას შემდეგ რაც კვერცხმა „შემოგიარათ“ მთელ სხეულზე, გადით ქუჩაში, ამოთხარეთ პატარა ორმო უახლოეს ხესთან და ჩაფალით კვერცხი. სახლში დაბრუნებისას უკან არ მიიხედოთ.

როგორ მოვხსნათ სასიკვდილო ჯადო

თუ თქვენ ხვდებით, რომ სასიკვდილო ჯადო გავქვთ გაკეთებული, არ ღირს პანიკაში ჩავარდნა და ანდერძის წერა. თუ ვიცით როგორ მოვხსნათ სასიკვდილო ჯადო, არა მარტო საკუთარ თავს, სხვასაც კი დავეხმარებით.

რიტუალი შესასრულებლად მარტივია. თქვენ დაგჭირდებათ ერთი ყუთი ჩვეულებრივი საჭმელი მარილი. აკურთხეთ ის ეკლესიაში (ამ დროს ყუთი გახსნილი უნდა იყოს). ღამე გადით ქუჩაში და დაშორდით სახლს რაც შეიძლება დიდ მანძილზე. იპოვეთ ისეთი ადგილი, სადაც ვერავინ ვერ დაგინახავთ და ვერ შეგაწუხებთ. გარშემო წრიულად დაინთეთ შვიდი სანთელი, გაიხადეთ და მარილით ხელში დაჯექით სანთლების ცენტრში. დაიყარეთ სხეულზე ეს მარილი და თან თქვით „მამაო ჩვენო“. როცა დაასრულებთ, ჩაიცვით და დაბრუნდით სახლში. სანთლები არ ჩააქროთ და ისევე დატოვეთ.ეს რიტუალი არამარტო მოგხსნით ჯადოს, არამედ დაგიცავთ სიტუაციის გამეორებისგან გარკვეული დროით.

წყარო: geoastro.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა