ტრაგედია ინდოეთში - ტაძარში იატაკი ჩავარდა
ინდოეთში, ქალაქ ინდორის ერთ-ერთ ტაძარში, იატაკი ჩაინგრა, რასაც სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იატაკმა, რომლის ქვეშ ჭა იყო განთავსებული, სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა, რის შედეგადაც ტაძარში შეკრებილები ჩაიყოლა.
მომხდარის დროს წყლის დონე ჭაში დაახლოებით 7 მეტრი იყო.