სახალისო და საინტერესო ფაქტები ცნობილი ადამიანების შესახებ
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ცნობილ ადამიანებზე:
2003 წელს, კამერონ დიაზმა, ჰავაიზე სერფინგის ინციდენტის დროს, თავის დაბადების დღეზე, ცხვირი გაიტეხა.
ბობ დილანმა სასცენო სახელი უელსელი პოეტის დილან თომას მიხედვით დაირქვა.
კრიშტიანუ რონალდუს, 15 წლის ასაკში, გულის შეტევის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ოპერაციას საჭიროებდა, ის მცირე ხნით ჩამოშორდა ფეხბურთს, სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდა.
ბრიუს უილისი აღიარებს, რომ მოზარდობის ასაკში ნარკომომხმარებელი იყო.
რაიან გოსლინგს ჯგუფ Backstreet Boys-ისთვის აუდიციის ჩატარება, მაგრამ მან უარი განაცხადა.
ჯენიფერ ენისტონი საშუალო სკოლაში ცნობილი იყო, როგორც კლასის კლოუნი.
ოზი ოსბორნმა ღამურას თავზე უკბინა, რადგან ის რეზინის ეგონა.
ჩენინგ ტატუმი ბავშვობაში დისლექსიას ებრძოდა.
ჰარისონ ფორდი კინოვარსკვლავობამდე დურგალი იყო - ეს ხელობა დღემდე მისი ჰობია.
ლედი გაგამ ფორტეპიანოზე დაკვრა ოთხი წლის ასაკში ისწავლა!
დევიდ ბექჰემი მსახიობ ტომ კრუზის უახლოესი მეგობარია.
ბავშვობაში ჯიმ კერი საწოლში სტეპის ცეკვის ფეხსაცმელს იცვამდა, როცა მის
მშობლებს შუაღამისას გამხიარულება სურდათ.
მეგან ფოქსს მშობლიურ ქალაქში Wal-Mart-ის მაღაზიაში შესვლა აუკრძალეს, რადგან თინეიჯერობისას მაკიაჟს იპარავდა.
ემინემს თავდაპირველად სურდა, კომიქსების მხატვარი გამხდარიყო.
ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს 1,2 მილიონი დოლარის ღირებულების ბეჭედი აჩუქა.