თეგებით ძიება

რა საიდუმლო ინგრედიენტს იყენებდა, ლეონარდო და ვინჩი საღებავებში? - მეცნიერების დასკვნა

ძველი ოსტატები, როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, სანდრო ბოტიჩელი და რემბრანდტი, ზეთით შესრულებულ ნახატებში შეიძლება, ცილებს იყენებდნენ, განსაკუთრებით კი კვერცხის გულს. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერები ავრცელებენ.

კლასიკურ ზეთის ნახატებში ცილის ნარჩენების კვალი უკვე დიდი ხანია, აღმოჩენილია, მაგრამ ხშირად, ამას უბრალოდ დაბინძურებას მიაწერდნენ. თუმცა, ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ცილას სავარაუდოდ განზრახ იყენებდნენ. ეს კი ნათელს ჰფენს მე-16, მე-17 და ადრეული მე-18 საუკუნის ყველაზე გამორჩეულ ევროპელ მხატვართა ტექნიკურ ცოდნას, როგორ ამზადებდნენ ისინი საღებავებს.

„ამის შესახებ ძალიან ცოტა წერილობითი წყარო არსებობს და თემის ასე სიღრმისეულად კვლევისთვის აქამდე არც სამეცნიერო სამუშაო ჩატარებულა. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ძლიერ მცირე ოდენობით კვერცხის გულით, ზეთის ნახატის თვისებებში შეგიძლია საოცარი ცვლილება შეიტანო. ნათელი ხდება, რამდენად სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო ის მხატვრებისთვის“, — ამბობს კვლევის ავტორი, გერმანიის ქალაქ კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მექანიკური პროცესების ინჟინერი ოფელი რანკე.

როგორც ჩანს, ნამუშევრებში კვერცხის გულის დამატებას, ესთეტიკის გარდა, შეიძლება ხანგრძლივი ეფექტებიც ჰქონოდა.

ძველეგვიპტელების მიერ შექმნილი საღებავების, სახელად ტემპერასგან განსხვავებით, რომელიც წარმოადგენდა კვერცხის გულის, დაფხვნილი პიგმენტებისა და წყლის ნაზავს — ზეთის საღებავი უფრო ძლიერ ფერს იძლევა, განაპირობებს ფერების ძლიერ ხავერდოვან გადასვლებს და ბევრად უფრო გვიან შრება; შესაბამისად, მისი გამოყენება მომზადებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც შესაძლებელია. თუმცა, ზეთის საღებავი, რომელშიც წყლის ნაცვლად გამოიყენება სელის თესლის ან ალისარჩულის ზეთს, აქვს ნაკლოვანებებიც, მათ შორის — უფრო მგრძნობიარეა ფერის გამუქებისა და სინათლის ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისადმი.

წყარო: 1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა