თეგებით ძიება

არ შეიძლება მას გმირი ვუწოდოთ, ეს ამორალობაა - მიხეილ სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისზე

"ქართული ოცნების" წევრი, მიხელ სარჯველაძე თბილისში, მარტში გამართული აქციების მონაწილის, პატიმრობაში მყოფ, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მისი დაკავება სამართლებრივად სწორი იყო.

"არ შეიძლება, უბალოდ, სიტყვა გმირი ასეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ, რომ ასეთ ადამიანებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს, იმას შევარქვათ იგივე სახელი, რაც აქვს, მაგალითად, ჟიული შარტავას. ეს, რა თქმა უნდა, მათ შორის, ამორალობაც არის, გარდა იმისა, რომ სამართლებრივად აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა", - თქვა სარჯელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა