არ შევეგუებით რუსულ ხელისუფლებას საქართველოში - ლევან ხაბეიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმში აქციაზე შეკრებყლ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოუწოდა, რომ შეუერთდნენ 9 აპრილს დედაქალაქში დაგეგმილ აქციას.
"ჩვენ არ გვინდა რუსული მთავრობა, ქართველმა ხალხმა უთხრა არა რუსულ კანონს, ახლა ჩვენ 9 აპრილს უნდა ვუთხრათ, არა რუსულ მთავრობას. ჩვენ არ შევეგუებით რუსულ ხელისუფლებას საქართველოში, მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ, ეს არ უნდა იყოს პარტიული აქცია, არ შეიძლება, ვერ იქნება ევროპული მომავალი ერთი პარტიის სურვილი, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმის თავისუფლების კვარტალში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა.