აშშ უკრაინისთვის დიდ არეალზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას განიხილავს - გენერალი მილი
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ განაცხადა, რომ აშშ ნაცვლად ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტების ATACMS-ის მიწოდებისა, უკრაინას მიაწოდოს რაკეტების სხვა ვარიანტები გადასცეს, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს მისცემს საშუალებას გააფართოვოს საომარი მოქმედების რადიუსი.
"აშშ-ს ATACMS-ის მცირე მარაგი აქვს და შესაბამისად, ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ მნიშვნელოვანი შეიარაღების მარაგები. თუმცა, მისი თქმით, აშშ-ს აქვს სხვა სარაკეტო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ამავე დიაპაზონში მოქმედება: „მაგალითად, უპილოტოები. ბრიტანელებს აქვს რამდენიმე სისტემა“, - ამბობს გენერალი.
თებერვლის დასაწყისში აშშ-მა მოიწონა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი, 2,2-მილიარდიანი პაკეტი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.