არ უნდა მივცეთ საჯიჯგნად ხელისუფლებას ეს ახალგაზრდა კაცი - ლევან ბერძენიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე
ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის უკვე წინასწარაა არჩეული მსხვერპლად.
"ის არის დიდი ქართული უმრავლესობის, ახალგაზრდობის წამრმომადგენელი და ჩვენ არ უნდა მივცეთ საჯიჯგნად ხელისუფლებას ეს ახალგაზრდა კაცი. ამიტომ მთელი ჩევნი ენერგია და მთელი ახალგაზრდული ენერგია უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს ამ ახალგაზრდა კაცის დაცავად. იმიტომ, რომ ის უკვე წინასწარაა ამრჩეული მსხვერპლად, ისე, რომ არ ყოფილა სასამართლო დადგენილება. მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია პრემიერ-მინისტრმაც კი, ასევე, უმრავლესობის ხელმძღვანელმა, რაც პირდაპირი ნიშანია, რომ საქართველოში კანონი, კანონიერება ყველას ფეხებზე ჰკიდია",- თქვა ლევან ბერძენიშვილმა "მთავარ არხთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.