თეგებით ძიება

ვინ მიიღებს მერიისგან სააღდგომო ნობათს? - ნახეთ დეტალები

თბილისის მერია  სოციალურად დაუცველ, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომოდ სასურსათო კალათას გადასცემს. ნობათი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით სასადილოებში გაიცემა.

მერიის ინფორმაციით, 1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტია გათვალისწინებული, 2-3-სულიან ოჯახზე - 2 სასაჩუქრე პაკეტი, 4-5-სულიან ოჯახზე - 3 სასაჩუქრე პაკეტი, 6-7-სულიან ოჯახზე - 4 სასაჩუქრე პაკეტი, 8-9-სულიან ოჯახზე - 5, 10-11-სულიან ოჯახზე - 6 სასაჩუქრე პაკეტი, 12-13-სულიან ოჯახზე - 7 სასაჩუქრე პაკეტი, 14-15-სულიან ოჯახზე - 8, ხოლო 16-სულიან ოჯახზე 9 სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა.

თითოეულ პაკეტში შედის:სააღდგომო პასკა, არა ნაკლებ 900 გრამისაკვერცხი - 10 ცალიწითელი, მშრალი ღვინო - 0,75 მლ-იანიშოკოლადის კანფეტი - 1 კილოგრამიკარამელის კანფეტი - 1 კილოგრამიგაყინული ქათამი - წონა არა ნაკლებ 900 გრამისანაღების კარაქი - არანაკლებ 200 გრამისამცენარეული ზეთი, რაფინირებულიხმელი ლობიო - 900-გრამიანი პაკეტით იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არ არიან, სასურსათო კალათის მისაღებად განცხადებით შეუძლიათ მიმართონ თბილისის მერიას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა