თეგებით ძიება
01. 04. 2023 მსოფლიო

კადიროვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებს - რას წერს რუსული მედია?

ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს რამდენიმე წელია სერიოზული დაავადება აქვს, რომელიც მკურნალობას პრაქტიკულად არ ექვემდებარება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, რომელიც საკუთარ წყაროებს ეყრდნობა, დაავადებას შეიძლება ორგანოების უკმარისობა მოჰყვეს. კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით გასული წლის ივნისის შემდეგ გართულდა.

დაავადებას თან ახლავს ძლიერი ტკივილები, ხოლო ჰაერის უკმარისობის პრობლემა, რომელიც ჩანს, როდესაც კადიროვი საუბრობს, არის ფილტვების (თირკმელების) პრობლემის მაჩვენებელი.

კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთ დასტურად გამოცემა მედიაში მისი შვილების აქტიურ პიარსაც ასახელებს. საუბარია უკრაინაში მისი შვილების წასვლაზე, ასევე უფროსი შვილის, აჰმად კადიროვის შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და რესპუბლიკის საქმეებში შვილების უფრო აქტიურ ჩართვას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა